ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

ფშავში ჩამოწოლილმა  მეწყერმა ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ტურისტი მოიყოლა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს,  ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე. ტურისტი მაღაროსკარსა და ხომს შორის გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები