მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.

პროცესი 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომა გადაიდო.

სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით,  სხდომა გადაიდო, ვიდრე სასამართლო  დააზუსტებს სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის დეტალებს.

“სასამართლომ გადადო სხდომა, ვიდრე სასამართლო შემადგენლობა დააზუსტებს სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის დეტალებს და “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მიერ პროცესში ჯეროვანი მონაწილეობის შესაძლებლობას”,- განაცხადა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები