„რკინის მუშტი” ადგილზეა, არავინ დაივიწყოს“- ილჰამ ალიევი სომხეთს ემუქრება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სომხეთს ემუქრება და აფრთხილებს, რომ თუ სომხეთი საზღვრების დადგენისას ძველ ტაქტიკას გააგრძელებს, ინანებს.

მისი თქმით, აზერბაიჯანის პოზიციები სომხეთის საზღვართან გაძლიერდება.

„ჩვენი პოზიციები სომხეთთან საზღვარზე კიდევ უფრო გაძლიერდება. თუ სომხეთი კვლავ დაიცავს თავის წინა ტაქტიკას საზღვრების დადგენისას, შეეცდება გააჭიანუროს დრო, შედეგად ინანებს. ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში წარმოშობილ რევანშისტული ძალების ქმედებებს. მათაც უნდა იცოდნენ. ჩემი სიტყვები დაწერილია მთის წვერზე: „რკინის მუშტი“ ადგილზეა, არავინ დაივიწყოს“, – განაცხადა ალიევმა.

მსგავსი თემები