„ასოცირების ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო, საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესი გადაეყვანა ევროპულ კალაპოტში“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მერვე წლისთავს ეხმაურება.

მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოსა და ევროკავშიის პარტნიორული ურთიერთობები  ახალ დონეზე გადაიყვანა.

„ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე და ხელი შეუწყო, საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესი გადაეყვანა ევროპულ კალაპოტში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები