,,არახამია ემსახურება რუსეთის ინტერესებს”- გურამ მაჭარაშვილი

,,არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ამ ადამიანს პირდაპირ აქვს სურვილი, რომ საქართველოში დესტრუქცია იყოს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით არახამიას რუსეთთან კავშირი დადგენილია.

„არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, მისი განცხადებები არის დესტრუქციული, ომისკენ მოწოდება და ა.შ. მისი რაღაც ლოზუნგები, თითქოს საქართველოა ჩართული რუსეთთან მხარდაჭერაში, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი განცხადება, რომ გვარებს დაასახელებს, შემიძლია, დაგისახელოთ სახელი და გვარი, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთიდან დიდი ოდენობის თანხებს იღებს. ამას საზოგადოებას ვეუბნებით. არავის სჯერა ისეთი ადამიანების განცხადებების, რომელთაც ვერ გაურკვევიათ, რომელ სამშობლოს და საერთოდ ვის ემსახურებიან. რაც შეეხება მის რუსეთთან კავშირს, მისი რუსეთთან კავშირიც დადგენილია. არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ვის ინტერესში შედის ის, რომ საქართველოში პროვოკაცია და დესტრუქცია იყოს, ევროპის, თუ რუსეთის? – ამ ადამიანს პირდაპირ აქვს სურვილი, რომ საქართველოში დესტრუქცია იყოს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. სამწუხაროდ, ვიცი უკრაინის სხვა თანამდებობის პირთა სამარცხვინო განცხადება, რაც ვერ დაადასტურეს, თუმცა ამ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რაც ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა დაადგინეს და გვითხრეს, რომ იქნება დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ჩვენი დღის წესრიგი ესაა, მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რაც არის არეულობა, დესტრუქცია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

,,საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება”- დავით არახამია

მსგავსი თემები