,,ნებისმიერი ადამიანი როდესაც სხვა ადამიანს ბრალს სდებს, უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული”- ლევან დავითაშვილი არახამიაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამის“ საშუალებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა.

„ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს რაც შეეხება, რომელიც მანამდეც არაერთი მოგვისმენია, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. დღესაც იგივეა. ჩვენ მოვისმინეთ საუბარი მხოლოდ ბრალდებებზე, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები, ძალიან მარტივია. ნებისმიერი ადამიანი როდესაც სხვა ადამიანს ბრალს სდებს, უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული.

ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც ვფიქრობ, თითოეული ქართველისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და განსაკუთრებით, როდესაც ის ადამიანი, შეიძლება, ეთნიკურად ქართველი იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

,,საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება”- დავით არახამია

მსგავსი თემები