ქვეყანას იურიდიული განათლების არმქონე მოსამართლეები ჰყავს, ეს სააკაშვილის შეგდებული ნაღმია – ექსპერტი

ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა საერთოდ მოშლილია და იქ პროფესიონალიზმის დეფიციტია. ქვეყანას ჰყავს მოსამართლეები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, იურიდიული განათლებაც კი არ აქვთ მიღებული.  ეს ნაღმი, კი სააკაშვილის შეგდებულია.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვახტანგ მაისაიამ განუცხადა. სასამართლო სისტემაში მძლავრად ბუდობს საკადრო შიმშილი და ეს ნაღმი ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩაიდო, რომელიც პრეზიდენტობამდე იუსტიციის მინისტრი იყო და სასამართლო სისტემის მთელი რიგი რეფორმები გაატარა. 

“მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად შეაგდო ეს ნაღმი. ისეთი მოსამართლეები მოიყვანა,  რომელთა რეპუტაციას რომ თავი დავანებოთ, განათლებაც კი საეჭვოა. როდესაც ადამიანს კომერციული ინსტიტუტიც დიპლომი აქვს, ინსტიტუტის, რომელიც დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ასეთი, სოკოებივით მომრავლებული ინსტიტუტებიდან წამოსული კადრებით იმართებოდა სასამართლო სისტემა”, – აცხადებს ვახტანგ მაისიაია.

მისივე თქმით, მწვავე საკადრო შიმშილია პარლამენტშიც. დეპუტატების უმეტესობის პროფესიონალიზმზე საუბარიც კი ზედმეტია.
“მათი წყალობით ისეთი კონსტიტუცია დაიწერა, რომელიც კონსტიტუციის გარდა ყველაფერია”, – მიაჩნია ექსპერტს.

მსგავსი თემები