„გადაწყვეტილება, რომელიც მოლდოვასა და უკრაინის საკითხზე იყო მიღებული, ძალიან იაფფასიანია“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი  ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით  იაფფასიან გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც ევროპარლამენტარი განმარტავს, ამ ქვეყნებს, შესაძლოა, მოლოდინის რეჟიმში ყოფნა მუდმივად მოუწიოთ.

„გადაწყვეტილება, რომელიც მოლდოვასა და უკრაინის საკითხზე იყო მიღებული, ძალიან იაფფასიანია. გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ სიტუაციაში, ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფერი გვიჯდება. მათ ამ სტატუსით “მოლოდინის ოთხაში” ყოფნა, როგორც ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევვაში ვნახეთ, შეიძლება მუდმივად მოუწიოთ. კანდიდატის სტატუსი იყო უკანასკნელი, რისი გაკეთებაც ევროპის ლიდერებს შეეძლოთ, ფინანსური ვალდებულებების აღების გარეშე“ – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი.

მისი შეფეასებით, ევროპას მეტის გაკეთება შეეძლო ამ ქვეყნებისთვის, ვიდრე გააკეთა.

მსგავსი თემები