რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელები ქვეყანაში საბუთების გარეშე შევლენ

 

უკრაინის გადაწყვეტილებით, მათი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ იძულებით დეპორტაციაც დაუქვემდებარა, ქვეყანაში თავისუფლად დაბრუნდებიან.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერესჩუკის განცხადებით, საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც რუსულმა მხარემ პასპორტები ჩამოართვა და ყველაფრის გარეშე დატოვა.

„შევიმუშავებთ მარშრუტებს, რომელზეც უფასო იქნება და დაეხმარება უკრაინელებს ფულისა და პასპორტის გარეშე შემოვიდნენ ქვეყანაში. მათ პასპორტები არ აქვთ, რადგან ართმევენ საფილტრაციო ბანაკებში. მათ დავეხმარებით უკრაინაში ჩამოსაღწევად“, – განაცხადა ვერესჩუკმა.

 

მსგავსი თემები