„45 რუსული რაკეტა მხოლოდ ერთ ღამეს და დილით“ – უკრაინის რეალობა

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ცაზე ისევ რუსული რაკეტები ცვივა, თუმცა, პუტინმა უკრაინელები მაინც ვერ გატეხა. „რუსული რაკეტა, ვერცერთი დარტყმა გატეხს უკრაინელების სულს“ – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

„45 რუსული რაკეტა მხოლოდ ერთ ღამეს და დილით. ეს ხდება  ჟიტომირის ოლქში, ლვოვის ოლქში, ჩერნიგოვის ოლქში, მიკოლაევში. ყველა რაკეტა გაუშვეს ერთი მიზნისთვის – ეჩვენებინათ, რომ თითქოს რუსეთს შეუძლია რაიმეს გადაწყვეტა, რომ ვითომ რუსულ არმიას რაღაც გამოუვა. დღეს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეხუთე თვე. ოკუპანტები მეხუთე დღეს აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მეხუთე თვეა, იძულებული არიან, მოაწყონ ისეთი სარაკეტო შოუ, რომელიც სტრატეგიულად არაფერს ცვლის რუსეთისთვის. თითოეული მათი რაკეტა არის არგუმენტი ჩვენს მოლაპარაკებებში პარტნიორებთან”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები