“დიდი შვიდეული” რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე იმსჯელებენ 

გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეიკრიბებიან. G7-ის სამიტის მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. არსებული ინფორმაციით, განიხილება სანქციების საკითხიც, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციას დამატებით დაუწესდეს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე იმსჯელებენ.

სამიტის მასპინძელი ქვეყანა  გერმანია იქნება. მონაწილე ქვეყნების შემადგენლობა კი შემდეგია:  აშშ-ი, იტალია, გერმანია, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთია და საფრანგეთია.  სამიტს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტებიც დაესწრებიან.

ცნობილია, რომ ოქროს ექსპორტი რუსეთის უდიდესი შემოსავლის წყაროა და ის ენერგორესურსების შემდეგ განიხილება.

 

 

მსგავსი თემები