უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ სევეროდონეცკიდან ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცახადებით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქალაქ სევეროდონეცკს უკრაინელი ჯარისკაცები ტოვებენ.

გაიდაის თქმით, იმ პოზიციების გამაგრება, რომელსაც მტერი 4 თვეა ინტენსიურად ბომბავდა, აზრს მოკლებულია და დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

,,საზოგადოებამ ეს უარყოფითად არ უნდა აღიქვას. ფარ-ხმალს არ ვყრით. უბრალოდ იმ პოზიციების გამაგრება, რომელსაც მტერი 4 თვეა ინტენსიურად ბომბავდა, აზრს მოკლებულია, რადგან პროპორციულად თუ შევხედავთ ამან შეიძლება დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს. სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ბიჭები გამოიყვანოს, ქალაქის შემოგარენში სხვა პოზიციები გაამაგრონ და მტერს იქედან ებრძოლონ. ქალაქი განადგურებულია, რადგან ოკუპანტები 4 თვის განმავლობაში 24-საათიან ინტერვალში სხვადასხვა კალიბრის იარაღებიდან, საზენიტო და საარტილერიო სისტემიდან, ავიაციითა და ტანკებით, “სმერჩის”, “ურაგანისა” და “სონცეპიოკის” სარაკეტო სისტემებიდან ბომბავდნენ. შენობების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ რომ რუსები ქალაქს ვერ აღადგენენ. სახლების 80 პროცენტი სრულიად განადგურებულია”, – განაცხადა გაიდაიმ.

მსგავსი თემები