სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – დაჭრილია სამი ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში გვიან ღამით სამი ადამიანი დაიჭრა.  დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები