ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის კახეთში სპორტული და შემეცნებით- გასართობი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით კახეთში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

სამდღიანი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში უკრაინელმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობაში, რომელიც ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ქართული და უკრაინულენოვანი სექტორების მოსწავლეები. პროექტის ორგანიზატორია „განათლების საერთაშორისო ლაბორატორია“. პროექტის მიზანია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსწავლეების ქართველ თანატოლებთან ინტეგრაცია და გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა.

მსგავსი თემები