„მათი გეგმაა ამოატრიალონ, გადაატრიალონ, წალეკონ საქართველოს ხელისუფლება“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

დეპოლარიზაციის დასრულების მიუხედავად, რომელიც ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოსთვის მიცემული „საშინაო დავალების“ ერთ-ერთ პირობაა, ურთიერთ ბრალდებები ზენიტშია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, ოპოზიციის გეგმა ცხადია – ამოტრიალება, გადატრიალება და წალეკვა.

„ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ შესაძლებლობის კარი დაიხურა. ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ლიდერები ამბობენ, რომ ეს ისტორიული დღე, წინ გადადგმული ნაბიჯია და გვილოცავენ.  ოპონენტები ამბობენ, რომ უკან გადადგმული ნაბიჯია და გლოვობენ.  ამას ჰქვია ბაკურიანში შემუშავებული მათი გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს არაფერს გარდა იმასა, რომ ამოატრიალონ, გადაატრიალონწალეკონ და ა.შ. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აირჩია“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე შეფასებით ოპოზიციას არ აინტერესებს იმ პუნქტების შესრულება, რომელსაც ევროპის საბჭო საქართველოსგან ითხოვს.

„მათ ინტერესებში სამწუხაროდ არ შედის იმ პუნქტების შესრულება, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან რეკომენდაციების სახით მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ რასაც ვლაპარაკობდით, ვიყავით მართლები და მათი ის გეგმა, რომელიც დასახეს ბაკურიანში, უკვე მოქმედებაში მოიყვანეს“ – აღნიშნა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები