პრემიერი ადასტურებს, რომ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა მან დაბლოკა

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნა სწორედ მთავრობამ დაბლოკა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეს ძალიან დიდ უბედურებასა და ომში ჩათრევას ნიშნავდა.

„როცა 40 კილომეტრში რუსის ჯარები დგანან, შენ კი გინდა პროვოკაცია მოაწყო და არიო ქვეყანა, წამოიწყო სამოქალაქო ომი… ვიღაც მოდის და უნდა, რომ დაამხოს მთავრობა, მოაწყოს რევოლუცია, არიოს ქვეყანა. ეს ნიშნავს ძალიან დიდი უბედურების განხორციელებას და ომის დაწყებას. რა ჰქვია იმას, მაშინ, როცა საჯაროდ, ორგანიზებულად, ჩარტერული რეისით  ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისეების წაყვანას საომრად . ამაზე ნებართვა ვის უნდა გაეცა მეგობრებო? მთავრობას. მე არ გავეცი ეს ნებართვა. არც ერთ მთავრობას მსოფლიოში არ გაუკეთებია მსგავსი რამ, პირიქით, საჯაროდ მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს არ ჩაერთონ საომარ მოქმედებებში უკრაინაში“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები