„გადადგმას არ ვაპირებ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა პირობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე, ჩვენმა გუნდმა არჩევნებში მერვეჯერ დამსახურებულად გაიმარჯვა და ხალხისგან მივიღეთ გამტკიცებული მანდატი, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ამ წუთებში პრემიერ მინისტრი მედიას ხვდება და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს.

 

მსგავსი თემები