„ძალიან კარგად იციან ქართულ მთავრობაში, თუ რა არის საჭირო“ – შარლ მიშელის გზავნილი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ,  საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ქართულმა მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს, ევროპულ ოჯახში შესასვლელად.

„პირველი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ იქნებ შემდეგი: ჩვენ დავაკმაყოფილეთ თქვენი სწრაფვა. მაგრამ, მეორე საკითხია ქართული მთავრობა. ძალიან მნიშვენელოვანია,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება იმისათვის, რომ ინსტიტუციებმა გააგრძელონ პროგრესი. დარწმუნებული ვარ, თუ იქნა პოლიტიკური ნება, შესაბამისი პოლიტიკური ფონი, პროგრესი იქნება საქართველოში. ძალიან კარგად იციან ქართულ მთავრობაში, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გადადგან ნაბიჯები სწორი მიმართულებით. მხოლოდ გეოპოლიტიკური სივრცე არ არის საკმარისი, არის ქართველი ხალხი და ქართლი მთავრობა. მან უნდა ანახოს თავისუფალ მსოფლოს რომ ს იზიარებს იგივე პრინციპებს, რასაც ევროპა. გვსურს მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რომ საქართველო განვითარდეს საჭირო მიმართულებით“ – აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მისცეს პერსპექტივა, უკრაინასა და მოლდოვას კი კანდიდატის სტატუსი.

მსგავსი თემები