გადაწყვეტილება მიღებულია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო

ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი შესაძლებლობას აძლევენ იმუშაოს და სტატუსისთვის იბრძოლოს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარს მიშელი, რომელიც საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა, უკრაინასა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში გზის გახსნას ულოცავს და სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს.

საქართველო სტატუსის მატარებელი მას შემდეგ გახდება, რაც „საშინაო დავალებას“ შეასრულებს.

 

მსგავსი თემები