„საქართველო ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ, აქვს პოტენციალი“ – ნიდერლანდების პრემიერი

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. აქვე, როგორც მარკ რუტე აღნიშნავს, საქარველოს აქვს პოტენციალი მიიღოს კანდიდატი წევრის სტატუსი.

„ჩვენ ვეთანხმებით კომისიას, ეს არის ნათელი ევროპული პერსპექტივა მოლდოვასთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის. სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან. ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ვეხმარებით მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რატომ დღეს არა? იმიტომ, რომ კომისიის დასკვნა არის მკაფიო და ვეყრდნობით, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვს მეტი პროგრესი“ – განმარტავს პრემიერი.

მისივე შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით, ჭიქა არც სავსეა და არც ცარიელი.

„საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კანდიდატი. ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. ჩვენ ვეუბნებით საქართველოს –  მოდი, ცოტა მეტია გასაკეთებელი“, – აცხადებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.

 

მსგავსი თემები