პრეზიდენტი ზელენსკი ისრაელის ხელისუფლების პოზიციით უკმაყოფილოა და მას აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არც ამჯერად მალავს, რომ ისრაელის პოლიტიკური პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მოსაწონი არ არის. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ისრაელის მოსახლეობის მხარდაჭერა დასაფასებელია, თუმცა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ანალოგიურის თქმა არ შეუძლია,

„უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერით. სამწუხაროდ, დახმარების უმეტეს ნაწილზე, რომელიც გვსურდა რომ ისრაელისგან მიგვეღო, ვერ მივიღეთ. უკრაინა ვერ ხედავს, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდა. მე მიყვარს თქვენი ქვეყანა. მადლობელი ვარ ისრაელის ხალხის. მადლობელი ვარ თქვენი გულწრფელი და ემოციური მხარდაჭერისთვის. ყველაფერს  ვხედავთ და ვაფასებთ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები