დარჩება თუ არა საქარველოს მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე, თუ „თელასს“ სანქციები დაუწესდება?!

უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ყოველდღიურად ფართოვდება. გამორიცხული არ არის, საკმაოდ მალე, სანქციებში „თელასიც“ მოექცეს, რომლის 75%-იანი წილის მფლობელი რუსული „ინტერ რაოაა.“ დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე – ამ კითხვას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია პასუხობს და ამბობს, რომ სათადარიგო გეგმა მზად არის.

„კანონმდებლობით, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ საჭიროების შემთხვევაში, კომპანიაში სპეციალური მმართველი დავნიშნოთ. ეს მოხდება ისე, რომ  სერვისის მიწოდებას პრობლემები არ შეექმნება. ელექტროენერგია ძალიან სპეციფიკური პროდუქციაა, რომლის ხანგრძლივი დროით გათიშვა წარმოუდგენელია როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. სწორედ ამიტომ, თუ მსგავსი რამ მოხდება და სანქციების თემა დადგება, შესაბმისად ვიმოქმედებთ. ვაკვირდებით ტენდენციებს, თუ როგორ ფართოვდება სანქციების წრე. თუ მოხდება „ინტერ რაოს“ და  მისი შვილობილების დასანქცირება, მარეგულირებელი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით“ – განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები