,,ამიერიდან, გერმანიაში გაზის შეზღუდული მარაგია”- რობერტ ჰაბეკი

„ამიერიდან, გერმანიაში გაზის შეზღუდული მარაგია. თუნდაც ამას თქვენ ჯერ ვერ გრძნობდეთ, ჩვენ გაზის კრიზისში ვართ“, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ჰაბეკმა გერმანელებს მოუწოდა შეამცირონ გაზის მოხმარება.

არსებული ინფორმაციით, გერმანიამ დღეს გაააქტიურა გაზმომარაგების სამეტაპიანი, გადაუდებელი პროგრამის მეორე ეტაპი, რაც  მრეწველობის მომარაგების რაციონირებას უკავშირდება.

ევროპის ენერგეტიკული კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთმა  შეამცირა გაზის მიწოდება  გერმანიისთვის, იტალიისთვის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის.

გასულ კვირას რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „გაზპრომმა“ 60%-ით შეამცირა მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით გაზის მიწოდება გერმანიისთვის. იტალიური ენერგეტიკული გიგანტის  ,,ENI”-ის  ინფორმაციით,  გაზპრომი კიდევ 15%-ით აპირებს მიწოდების შემცირებას.

მსგავსი თემები