,,ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინაში  აშშ-დან გაგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები ,,HIMARS” ჩავიდა.

რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას მხარდაჭერისთვის  მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის,“ – წერს რეზნიკოვი  “ტვიტერზე”.

მსგავსი თემები