,,ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მიგვეღო სტატუსი”- გიორგი ვაშაძე

,,ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით რომ მიგვეღო სტატუსი,”- ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს ევროპელი პარტნიორებისთვის ცილისმწამებლური თავდასხმების გამო, ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

„მათ მოუწევს ბოდიშის მოხდა ევროპელი პარტნიორებისთვის მართლაც ცილისმწამებლური თავდასხმების გამო, მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ ბევრი ტყუილის გამო, რაც აკადრეს საზოგადოებას, მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩვენთან პოლიტიკურ ოპონენტებთან იმ ბევრ ტყუილზე, რომელსაც გვაბრალებდნენ და რომელსაც ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებდა ყველაფერს, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით რომ მიგვეღო სტატუსი. ამის დადასტურებაა “ალდეს” რეზოლუცია ჩვენს მიერ ინიცირებული,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები