,,ხვალინდელი აქციაც არის ორგანიზებული ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის “სირცხვილია”- ირაკლი კობახიძე

,,წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც არის ორგანიზებული ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის “სირცხვილია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელ აქციაზე ბაკურიანის შეკრების გეგმების გამომზეურება იგეგმება.

,,როგორც მათ წინასწარ გამოაცხადეს, ხვალ დაგეგმილი აქვთ ბაკურიანის შეკრების გეგმების გამომზეურება. „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურება. ეს იქნება ხვალინდელი აქციის მიზანი. ამ გეგმას აღსრულება არ უწერია. ჩვენს ქვეყანაში იქნება სიმშვიდე და მშვიდობა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები