,,მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც  მთავრობა შეასრულებს  ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს”- ევროპული პარლამენტის რეზოლუცია

,,მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც  მთავრობა შეასრულებს  ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს”- ევროპული პარლამენტის რეზოლუცია,”- ამის შესახებ ევროპული პარლამენტის რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომელიც  ევროპარლამენტმა 529 ხმით მიიღო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 45-მა, 14-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დააჩქარონ რეფორმები, რათა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები რაც შეიძლება სწრაფად დააკამაყოფილონ.

,,პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები,”- ნათქვამია ტექსტში.

 

მსგავსი თემები