,,უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში”- ევროპარლამენტის რეზოლუცია

529 მომხრე  და 45 წინააღმდეგი, ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის  ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დათქმები შესრულდება.

,,უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან. ევროპარლამენტარები  მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ,”- ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

 

მსგავსი თემები