დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

“გაზრდილი ბიუჯეტი მიზნობრივად იქნება გახარჯული და დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.”

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რიმა ბერიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

„10 მილიონიანი ტრანსფერი იმ მნიშვნელოვანი ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდება და უკვე სხვა მუხლებში გადანაწილდება. მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის განვითარებას, დაზარალებული სახლების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიგეგმა შემოსავლები, კონკრეტულად ჯარიმებიდან შემოსული თანხა, რიმა ბერაძემ განმარტა, რომ 2019 წელი გასული წლის მაჩვენებლის შესაბამისად დაიგეგმა. 

მისივე თქმით, მასწავლებლებისთვის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად დედაქალაქის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა თბილისის საკრებულოს დეპუტატების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები ეტაპობრივად შესრულდეს.

მსგავსი თემები