,,ხოშტარია 100 წლის თავზე გაცოცხლებული, რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეა”- ირაკლი კობახიძე

,,ხოშტარიამ რაც გააკეთა დღეს და რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე, ეს არის ბოლშევიკური მეთოდებით მუშობა. ესენი არიან 100 წლის თავზე გაცოცხლებული, რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები,”- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, კონკრეტული პროკურორების დასანქცირების შესახებ.

კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარია საბჭოურ მეთოდებს იყენებს.

,,რასაც ხოშტარია აკეთებს ეს არის საბჭოური მეთოდები. ხდება შავი სიების წარმოდგენა,  ესენი რომ იყვნენ 100 წლის წინანდელ პერიოდში, ამ ადამიანებს პირდაპირ დახვრეტდნენ, რომ ჰქონდეთ ძალაუფლება, ეს არის ხოშტარია, ეს არის ნაცმოძრაობა. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდები და ეს რუსული ფინანსებიც ამასთან არის მე მგონი კავშირში. ესენი არია ბოლშევიკები. ხოშტარიამ რაც გააკეთა დღეს და რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე, ეს არის ბოლშევიკური მეთოდებით მუშობა. ესენი არიან 100 წლის თავზე გაცოცხლებული, რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები. ყალბი ადამიანები არიან ისინი, ბოლშევიკებისთვისაც დამახასიათებელი იყო სიყალბე. ესენი არიან ხოშტარია, გვარამია, სააკაშვილი და სხვები,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა”- ელენე ხოშტარია

მსგავსი თემები