,,ეჭვი მაქვს არგუმენტები არ არის და შესაბამისად ვეტოს დაძლევა მოხდება”- ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის ვეტოზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია გასაგებია, პარლამენტი განიხილავს სალომე ზურაბიშვილმა რის საფუძველზე დაადო კანონს ვეტო. ზარქუას თქმით,არგუმენტების არ ქონის გამო, შესაძლოა ვეტოს დაძლევა მოხდეს.

„ამიტომ ვამბობ, ოპოზიციას ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებს, ან პარლამენტი რა კანონს და როგორ ღებულობს. დღეს გამოეღვიძათ?! თუ ახლა უნდათ ამას რაღაც პოლიტიკური სარჩული მისცენ. პრეზიდენტის ეს პოზიცია გასაგებია, ჩვენ ვიმსჯელებთ, რის საფუძველზე დაადო ვეტო, განვიხილავთ არგუმენტებს და ვეტოს საფუძველი რა არის, თუ არის გავიზიარებთ, მაგრამ ეჭვი მაქვს არგუმენტები არ არის და შესაბამისად ვეტოს დაძლევა მოხდება“, – განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ვეტო გამოიყენა და კანონპროექტი დაბლოკა

მსგავსი თემები