„ოცნება პარტნიორებთან ამტერებს ქვეყანას”- მიხეილ დაუშვილი

,,ჩვენ უნდა მოგვესმინა არა გინება და ლანძღვა, არა 9 წლის და 10 წლის შედარებები, რომელიც დღეს უკვე არაფრის მომცემია, არამედ უნდა მოგვესმინა პრობლემების აღიარება, რომელიც გვაქვს,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პრემიერ- მინისტრის გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” პარტნიორებთან ამტერებს ქვეყანას, ნაცვლად იმისა, რომ ახალი პარტნიორების შეძენაზე მუშაობდეს.

„ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორების შეძენაზე მუშაობდეს „ოცნება“, პარტნიორებთან ამტერებს ქვეყანას, რაც ყველაზე მძიმეა – ამით ზრდი რუსულ საფრთხეებს და უახლოვდები რუსეთს, რადგან სხვა მოცემულობა არ გაქვს, ან ევროპასთან ერთად ხარ ან რუსეთთან, შუაში ადგილი არ არსებობს. ჩვენ უნდა მოგვესმინა არა გინება და ლანძღვა, არა 9 წლის და 10 წლის შედარებები, რომელიც დღეს უკვე არაფრის მომცემია, არამედ უნდა მოგვესმინა პრობლემების აღიარება, რომელიც გვაქვს, იმ მძიმე შეცდომების თუ გამიზნული ქმედებების, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვნახეთ, უნდა მოგვესმინა როგორ ხედავს მთავრობა მულტი -პარტიულ საფუძველზე რეფორმების გატარებას, როგორ ხედავს სასამართლო რეფორმას, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას და ა.შ. ამ ყველაფერზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რაც ვისმინეთ იყო ბევრი ლანძღვა- გინება და დამატებით პოლარიზაცია. საბოლოო ჯამში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლების კისერზეა, რასაც როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ,”-

მსგავსი თემები