„გზა გრძელი იქნება, თუმცა ეს ამად ღირს“ – ევროპარლამენტარი

შემაჯამებელ დებატებში, რომელიც ბრიუსელში ამ წუთებშიც გრძელდება, საქართველოს არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა თუმცა, იყო გაფრთხილებაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით. როგორც ევროპარლამენტარი ირაცე გარსია პერესი აღნიშნავს, ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს.

„ბატონებო და ქალბატონებო ევროპული საბჭოდან, თქვენ აზარალებთ ევროკავშირის იმიჯს, როდესაც არ ასრულებთ სიტყვას მათ წინაშე, რომლებიც წლებია, ელოდებიან კავშირში გაწევრიანებას. უნდა შევასრულოთ ჩვენი დაპირებები და მკაფიო გზავნილი გადავცეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი. გზა გრძელი იქნება, თუმცა ეს ამად ღირს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ირაცე გარსია პერესმა ბრიუსელში მიმდინარე დებატებზე.

მსგავსი თემები