„რეკომენდაციას ვაძლევთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა განაცხადებით გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და უფრო ძლიერი რეფორმები. გვეუბნებიან, რომ სურთ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ მიმართ და ასევე საკუთარი თავის მიმართაც, გავაკეთოთ სწორი არჩევანი“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს, რომელიც სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოსაც მიმართავს, რომ მაქსიმალური გააკეთოს, რომ ევროპული ოჯახის კარი გაუღონ.

„საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ განაცხადს გააჩნია ძალა, კერძოდ, მისი ეკონომიკის საბაზრო ორიენტირება ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად სახავს აუცილებელ რეფორმებს, მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებას და იღებს სარგებელს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დაუბრუნდეს და შეაფასოს, როგორ აკმაყოფილებს ქვეყანა აუცილებელ პირობებს“ – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დებატებზე.

მსგავსი თემები