,,ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მამუკა ხაზარაძეს,  ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, უნდა ემართა პოლიტიკა, პარლამენტი, მთავრობა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის  საქართველოს მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს ედავება.

,,ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, პარლამენტი, მთავრობა და ა.შ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ანა ნაცვლიშვილი. მამუკა ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, რადგან ფული არ დახარჯა, სამი მილიონი დოლარი აქვს დღეის მდგომარეობით დახარჯული. ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. ეს ხართ თქვენ. ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ ერთი პროცენტი. ეს არის ნათელი მაგალითი ოლიგარქობის მსურველი ბიზნესმენისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები