,,მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი, ის არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა. რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა,”– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, გიული ალასანია და სააკაშვილის ბიძა ოლიგარქები არიან.

„დადასტურებული ასი მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა. რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. დესტაბილიზაციის, ჩვენი ხალხის სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარი მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები