,,მარგველაშვილის წერილში წერია ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ხელს ვერ მოვაწერთ”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის წერილში, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ითხოვს ფარსია. მისი თქმით, მარგველაშვილის წერილზე ხელის მოწერას არ აპირებს.

,,ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც მათ ფარსზე, სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი არის ყალბი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა შენ შენი შვილი გაათხოვო არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ეს წერია მარგველაშვილი წერილში ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად ამას ხელს ვერ მოვაწერთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

,,არ ვიცი, გვარამიას პატიმრობა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“- გიორგი მარგველაშვილი

მსგავსი თემები