,,ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია”- ირაკლი კობახიძე

,,საინტერესო ის არის, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

კობახიძის თქმით, არსებობს  გარკვეული ეჭვები და ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან ჩარიცხული თანხების შესახებ.

“ხოშტარია კვლავ მალავს თანხებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში ერიცხებოდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს მერე ერიცხებოდა, ასევე, რუსეთ-უკრაინის მეორე, ახლანდელი ომის დაწყების შემდეგ. როცა ადამიანი რაღაცას მალავს, ესე იგი, აქვს დასამალი. აქ დამატებით საინტერესო ის არის, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია. ხოშტარია არის ასევე გინეას საერთაშორისო საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ეს არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. რა თქმა უნდა, იკვრება რაღაც ჯაჭვი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ. ეს არის ჩვენი მოთხოვნაც”,

მსგავსი თემები