სტიქია რაჭაში – დაიტბორა გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები

სტიქია რაჭაში – გვიან ღამით მთიან რეგიონში ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი იყო. ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტიდან მდინარე ხეორი გადმოვიდა, დაიტბორა საავტომობილო გზები. სოფელ ზნაკვაში სტიქიამ ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა.

ფერდობიდან მოვარდნილმა ღვარცოფულმა შენაკადებმა დატბორა სოფელ ხეითში, კვაშხიეთსა და სევაში სასოფლო-სამეურნეო მიწები.

 

 

მსგავსი თემები