,,მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას”- ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას. მისი თქმით, აშშ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას. ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით“, – აღნიშნა პრაისმა.

მსგავსი თემები