ევროპა რუსული გაზის ჩანაცვლებაზე ისევ აქტიურად მსჯელობს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული გაზისგან მაქსიმალური დისტანცირების საკითხს ისევ დღის წესრიგში აყენებს და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია.

როგორც ფონ დერ ლაიენი განმარტავს, ევროპელები სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შეამცირებენ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდების მთლიანად ჩანაცვლება სავსებით რეალურია.

„ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ერთმანეთთან და პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც“,  – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით, ევროკავშირმა რუსეთის გაზის მიწოდება 30%-ით შეამცირა.

 

მსგავსი თემები