ევროკავშირის წევრები კანდიდატის სტატუსზე საერთო პოზიციას აფიქსირებენ

23-24 ივნისს ევროკავშირის სამიტი იმართება, სამიტამდე ერთი დღით ადრე კი წევრი ქვეყნები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.  როგორც  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კლემენტ ბონი აცხადებს, პროგრესი მიღწეულია.

„ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს იმ საკითხებში, რომლებიც დილიდან განიხილებოდა. კერძოდ, მზადება ევროკომისიის შეხვედრისთვის, რომელიც  თვის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება. ეს ეხება, კერძოდ, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას. გასულ კვირას, ევროკომისიამ გამოაქვეყნა საკუთარი მოსაზრება ამ კონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ  გავხდით საკმაოდ კარგი, და უფრო მეტიც, იდეალური კონსენსუსის მოწმენი დისკუსიების შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც  საგარეო მინისტრი განმარტავს, სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და ეს გრძელი პროცესია.

მსგავსი თემები