,,გვინდა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს”- ალან გაგლოევი

,,რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლებელია, როგორც ცალკე სუბიექტად, ასევე ცალკე სუბიექტად ჩრდილოეთ ოსეთთან შემდგომი გაერთიანებით,”- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.

გაგლოევის თქმით, სურთ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.

„ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ყველანი ვართ რეფერენდუმის მომხრე, გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. ამ საკითხის შემუშავებაში რუსულ მხარესთან რამდენიმე ნაბიჯი შემუშავდა. რეფერენდუმის ფორმულირებაც სერიოზულ კითხვებს აჩენს: მხარს უჭერთ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას? ჩვენ შევთანხმდით კონკრეტული ფორმულირების შემუშავებაზე, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლებელია, როგორც ცალკე სუბიექტად, ასევე ცალკე სუბიექტად ჩრდილოეთ ოსეთთან შემდგომი გაერთიანებით. ამიტომ, საკითხს განვიხილავთ რესპუბლიკის პარლამენტში, საზოგადოების მონაწილეობით, რის შემდეგაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს რუსულ მხარესთან“, – განაცხადა ალან გაგლოევმა.

მსგავსი თემები