,,უკრაინული კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება და ჩაითვლებიან კეზერაშვილი, ხაზარაძე”- ირაკლი კობახიძე

,,სააკაშვილი არის არაფორმალური ლიდერი, პოლიტიკაზე პირდაპირი გავლენა აქვს და პირდაპირ აფინანსებს საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებს, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკაში ან მედიაში. რაც შეეხება კეზერაშვილს, ხაზარაშვილს, ეს ფაქტებით დასტურდება.

„უკრაინაში მოქმედებს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. შეგვიძლია, ეს კანონი საქართველოში პირდაპირ დავაკოპიროთ და ვნახავთ, რომ ამ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ჩაითვლებიან – კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაკოპიროთ ან უკრაინულ ენაზეც დავამტკიცოთ, ეს ნახევრად ხუმრობით. იმას, რომ უკრაინული კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება და ჩაითვლებიან კეზერაშვილი, ხაზარაძე, ლოგიკური მიზეზი აქვს. უკრაინულ კანონში ოთხი მიზეზია ჩამოთვლილი, რომლის მიხედვით, ადამიანი ოლიგარქად ითვლება – 85 მილიონ დოლარზე მეტი უნდა ჰქონდეს, მედიასა და პოლიტიკაზე გავლენა, ასევე ბიზნესში უნდა ჰქონდეს დომინირებული მდგომარეობა. პირი ოთხიდან სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კრიტერიუმებს რომ გავყვეთ, ერთადერთი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებს, 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონებაა. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ოთხიდან სამს აკმაყოფილებს. ხაზარაძე – ოთხიდან – სამს. თქვენ თუნდაც ერთი მტკიცებულება მოიტანეთ იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე გავლენა აქვს პოლიტიკაზე ან მედიაზე. არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკაში ან მედიაში.

რაც შეეხება კეზერაშვილს, ხაზარაშვილს, ეს ფაქტებით დასტურდება. სააკაშვილი არის არაფორმალური ლიდერი, პოლიტიკაზე პირდაპირი გავლენა აქვს და პირდაპირ აფინანსებს საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებს, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი. სააკაშვილზე ფაქტები არსებობს, დღეში ოთხ კაცს იბარებს, რომ პოლიტიკური ინსტრუქციები მისცეს. ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს, ის პოლიტიკიდან გასულია. ეს იყო მისი ნება და არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომ რაიმეში ჩაერია. კეზერაშვილს 85-ზე მეტი მილიონი არ აქვს? – თავდაცვის მინისტრობიდან რომ წამოვიდა, ერთ თვეში მილიარდიანი ბრუნვის კომპანიის მფლობელი გახდა. მედიაში ყოველ თვე დაახლოებით მილიონის ინვესტირებას ახდენს. უკრაინული კანონი რომ დავაკოპიროთ, კეზერაშვილი ოლიგარქის ცნებაში მოხვდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები