,,საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი 20 ივნისს, თბილისში გამართულ აქციას “შინ ევროპისკენ” აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპაა, რადგან ქართველი ხალხი ამბობს ამას.

“საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია.

ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი”,- წერს კრამონი Twitter-ზე.

 

მსგავსი თემები