,,ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“- ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომ მოქმედებდეს ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ლელოს” ლიდერები აღიარებული იქნებოდნენ ოლიგარქებად.

„დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“ – ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე უკრაინაში არის მიღებული კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ და ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ამ კანონის მიხედვით, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები