კონკრეტული ფაქტი, რის გამოც ჭიდაობის ფედერაციამ გუნდის კაპიტანი გარიყა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ სპორტის სასახლეში მასსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის მომხდარ დაპირისპირებას წინ უსწრებდა კონკრეტული ფაქტი, რის შემდეგაც მისი ათვალწუნება და გარიყვა მოჰყვა. ამ მიზეზზე გუნდის კაპიტანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ორ ადამიანზე იყოს ფედერაციაში საუბარი, თუ ვინ წავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მათ ისეთი ადამიანის გაშვება უნდოდათ, რომელიც მათი მოსწავლე იყო და ჩემპიონატზე წასვლა არ ეკუთვნოდა. ჩემპიონატზე ის უნდა წასულიყო, ვინც მათი მოსწავლე არ იყოს. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ წავიდოდა, რადგან ორივე ჩემი მეგობარია. მე, უბრალოდ, ვთქვი სიმართლე, რომ ამ ადამიანს ეკუთვნის წასვლა და არა „იმას“. ეს იყო სიმართლე, რომელიც მწვრთნელების აზრთან თანხვედრაში არ მივიდა. ამის შემდეგ კი ჩემი შევიწროება დაიწყო,“ – აღნიშნა დათუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც დათუნაშვილი ამბობს, ის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს: „ არ ვაპირებ საქმეების გარჩევები დავიწყო. ვაპირებ, სამართლებრივად ვიბრძოლო. სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, ვიღაცეები ცდილობენ ეს ყველაფერი პოლიტიკისკენ წაიყვანონ.“

მსგავსი თემები