რუსთაველის გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია

საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება. ხალხის დიდი ნაკადის გამო, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია. ამ წუთებში, ევროკავშირის ჰიმნი ისმის და საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები ფრიალებს.

აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ხელოვანები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ აქ მხოლოდ ერთი მიზნისთვის მივიდნენ – დაანახონ ევროპას, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპულ მიმავალს. მალე სიტყვით გამოსვლაც დაიწყება.

მსგავსი თემები