,,აქციაზე ეცდებიან არეულობას, ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რომელსაც ნატრობენ”- ირაკლი კობახიძე

,,ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია,”- ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  რადიკალური ოპოზიცია აქციაზე არეულობის მოწყობას შეეცდება, თუმცა მისი თქმით, მათი სცენარი ვერ იქნება წარმატებული.

„მათ შორის შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმების დეკლარირებული ამოცანაც იყო პოლარიზაციის  შემცირება, თუმცა ვიდრე დოკუმენტის ანულირება მოხდებოდა, ოპოზიცია მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებდა. ამ შემთხვევაშიც, ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები