,,საქართველოში განხორციელებული ყველა პროვოკაციის ავტორი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა  პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, არის ელენე ხოშტარია.

,,როდესაც ყალბი ადამიანი გვეუბნება ჩვენ, რომ ის არის ყველაზე მთავარი ანტირუსი საქართველოში, მისთვის მიუღებელია ყოველივე რუსული და ა.შ. და ამ დროს რუსულ ფულს იღებს და ეს მისთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს სიყალბე, რა თქმა უნდა, აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვებს. მით უმეტეს, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ელენე ხოშტარია“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები